logo
ENG



საგარეო: გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომლებმაც უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს

02 თებ 202200:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/02/0uu3zt7vdk4lja5.png

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის რადაში მხოლოდ იმ ქვეყნების დროშები გამოიფინა, რომლებმაც უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს. 

საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, სპეკულაციაა, რომ 1-ლ თებერვალს რადას წევრებმა იმ ქვეყნების დროშები გაშალეს, რომლებიც უკრაინას სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ და მათ შორის საქართველო არ ყოფილა. 

"სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ". - აცხადებს უწყების პრესსპიკერი. 

1-ლ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. 


close დახურვა